Search This Blog

გერბი


ხაშურის მუნიციპალიტეტის გერბი:
გერბის ფარის მეწამულ ველს სამ ნაწილად ყოფს ვერცხლის ორკაპისებრი ჰერალდიკური ჯვარი; I ნაწილი – მეწამულ ველზე ვერცხლის ჰერალდიკური ჯვარი; II და III ნაწილები წარმოადგენს მეწამულ ველს. გერბის ფარის ცენტრში მოთავსებულია მცირე ფარი, რომელიც გადაკვეთილია ქონგურისებურად და იყოფა ლაჟვარდის და ოქროს ველებად. ოქროს ველი ნახევრად ჩაჭრილი და ქონგურების გარეშეა. ლაჟვარდის ველზე მოთავსებულია ოქროს მკლავგაშლილი აბჯარი.
გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი – სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით.
ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია დევიზი - "ხაშური ".

No comments:

Post a Comment